გაკვეთილის გეგმის ფორმა
/სქემა
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
Word-ში ფიგურების შესწავლა
|
სწავლების
საფეხური
|
V კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
30
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ამ
თემის შესწავლით მოსწავლეს შეუძლია ტექსტური დოკუმენტის გაფორმება ნახატებით, ბუკლეტების
გაკეთება, სიგელების და მისალოცების გაფორმება
|
გაკვეთილის
მიზნები და
შედეგები
|
ის ტექნ. V.1. მოსწავლეს
შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური
და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების
სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეს
იცის Word-ში ტექსტის შეტანა და ტექსტის გაფორმება ფიგურებით
|
შეფასების
საგანი და
პროცედურები
|
|
სასწავლო
მასალა და
ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო
და კომპიუტერი
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
ბავშვებს
ვურიგებ ფურცლებს რომელზეც მისალოცი ბარათია წარმოდგენილი ვუთითებ სად უნდა მოიძიონ
ტექსტის გასაფორმებელი ფიგურები და როგორ გააფერადონ ფიგურები (15 წთ), ბავშვები
იწყებენ ტექსტის აკრეფას და ფიგურების ჩასმას ტექსტში სურვილის მიხედვით. (25 წთ)
შემდეგ ნამუშევარს არქმევენ სახელს და ინახავენ(5 წთ.)
|
გაკვეთილის ავტორი
|
ირინა თავბერიძე
|
გაკვეთილის თემა
|
ანიმაციები და ფიგურები
საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint 2007.
გაკვეთილი II.
|
სწავლების საფეხური, საგანი
|
დაწყებითი კლასი VI საფეხური – ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
25
|
აქტივობის მიზნები
|
v მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ
პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
v მოსწავლემ უნდა შეძლოს
კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
v მოსწავლემ უნდა შეძლოს
კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
|
მისაღწევი შედეგები, ინდიკატორები
(საგნობრივი სტანდარტი)
|
v მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის
შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
v მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის
ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
v მოსწავლეს შეუძლია კვლევის
ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
|
თანმიმდევრობა და დრო
|
I აქტივობა –
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს (1 წთ).
II აქტივობა – მასწავლებელი
პროექტორის დახმარებით ამოწმებს ,,ფლეშკაზე“ ან Email -ით გამოგზავნილ
დავალებებს.(7წთ).
III აქტივობა . კითხვებზე პასუხი
საშინაო დავალებასთან დაკავშირებით (5წთ).
IV აქტივობა. ვაგრძელებთ მუშაობას
PowerPoint-ში. (ვზრდით მონაცემთა რაოდენობას).
V აქტივობა – ინდივიდუალურად
ვმუშაობთ დიაგრამების შედგენაზე.
VI აქტივობა – პროექტორის
დახმარებით მსურველები აკეთებენ შექმნილი დიაგრამების პრეზენტაციას.
VII აქტივობა – მოსწავლეები
აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, ავლენენ დიაგრამის ღირსებებსა და
ნაკლოვანებებს.
საუბრობენ დიაგრამის ეფექტურად
გამოყენების მნიშვნელობაზე.
VIII აქტივობა -შეადგინონ სკოლა
,,მილენიუმში“ ყველა კლასში მოსწავლეთა რაოდენობის ამსახველი დიაგრამა.
IX აქტივობა -გაკვეთილის შეფასება
მოსწავლეთა მიერ, მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის მიერ,თვითშეფასება (2წთ).
|
შეფასება
|
მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის
მითითებებზე.
მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის
ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
წიგნი, დაფა, მარკერი,
პროექტორი, კომპიუტერი.
|
გაკვეთილის გეგმა
პედაგოგი: ირინა თავბერიძე
გაკვეთილის თემა
|
კომპიუტერი და ჩვენ
|
კლასი
|
მეხუთე
|
მოსწავლის რაოდენობა
|
30
|
ამოცენები
|
კომპიუტერი, როგორც ინფორმაციის გადამამუშავებელი
მოწყობილობა. ინფორმაციის შემტანი მოწყობილობები. კლავიატურა, მაუსი ანუ თაგვი, მიკროფონი.
ინფორმაციის გამომტანი მოწყობილობა და მათი მნიშვნელობა. პრინტერი. მონიტორი
|
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები
|
გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გაიაზრებენ
კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას მათ ფუნქციებს და შეძლებენ უკეთესად კლავიატურის
გამოყენებას. ეფექტიანად იყენებენ თაგვს (მაგ. კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას
და ა.შ.). შეძლებენ მათთვის სასურველი ტექსტური და გრაფიკული დოკუმენტის გახმოვანებას.
შეძლებენ მათ მიერ შექმნილი დოკუმენტის ამობეჭდვას.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
მისალმება, კლასის მოწესრიგება (5 წუთი)
საშინაო დავალების შემოწმება (10 წუთი)
ახალი მასალის განმტკიცება (20 წუთი)
კითხვა პასუხი (10 წუთი)
|
შეფასება
|
|
საჭირო რესურსები
|
კომპიუტერი,სახელმძღვანელო, პროექტორი, დაფა, ფურცელი.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий